თავი 2. ADO-ს ობიექტური მოდელი

სიობრივ  მართვის ელემენტებში ამორჩევის შედეგების გამოტანა

Private Sub Form_Load()
 ’არგუმენტი NewData-ს მნიშვნელობა არგუმენტის OpenArgs-ის სახით გადაეცემა ფორმას და მისი მნიშვნელობა ჩაიწერება ველში nomeri. ამავე დროს წაიშლება ველებში: gvari, saxeli, kursi, jgufi არსებული მნიშვნელობები ახალი მონაცემების ჩასაწერად  
 Me.nomeri = Me.OpenArgs
 Me.gvari = „“
 Me.saxeli = „“
 Me.kursi = „“
 Me.jgufi = „“
Me.gvari.SetFocus
End Sub

Private Sub Rdam_Click() ’ცხრილში tbstudenti ჩანაწერის დამატება
Dim kav As New ADODB.Connection
Dim kit As String
Set kav = CurrentProject.Connection
kit = „INSERT INTO tbstudenti(nomeri,gvari,saxeli,kursi, jgufi)“ & _
„ VALUES („ & Me.nomeri & „,’“ & Me.gvari & „’,’“ & Me.saxeli & „’,“ & Me.kursi & „,“ & Me.jgufi & „)“
kav.Execute kit
 DoCmd.Close acForm, „Fstudenti“, acSaveYes
 End Sub
  • გააღეთ ფორმა Fsaati შესრულების რეჟიმში/სურ.2.6/. ფორმაში შესაძლებელია ჩანაწერების ამორჩევა და ამორჩეულ ჩანაწერებში ზოგიერთი ველის მნიშვნელობის შეცვლა. დაუშვათ ჩაწერეთ ისეთი ნომერი, რომელიც არ არის სიაში. ასეთი სიტუაცია, როდესაც მთავარ ცხრილში, tbstudenti-ში, არ არის მონაცემები სტუდენტის შესახებ, პრაქტიკულად შეიძლება არ წარმოიქმნას, მაგრამ მისი ალბათობა არსებობს. დაუშვათ ასეთია ნომერი 30;

სურ. 2.6. გაღებულია ფორმა Fsaati და ველში Lsia ჩაწერილია სიაში არარსებული ნომერი ,,30”

  • ველში Lsia 30-ის ჩაწერის შემდეგ დააჭირეთ კლავიშს Enter ან Tab. წამოიქმნება მოვლენა და ეკრანზე გამოვა ფორმა Fstudenti. ჩაწერეთ ფორმაში ახალი სტუდენტის შესახებ მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს ADD/სურ. 2.7/;

სურ.2.7 ახალი მონაცემები დაემატა ცხრილს

       ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ახალი მონაცემები დაემატება ცხრილს tbstudenti და ფორმა Fstudenti გადაიმალება.